მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიურო საქველმოქმედო ღონისძიებაში „მოაზროვნე“ ჩაერთო

ნოემბერი 6, 2021

06.11.21 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიუროს ჩართულობითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება “მოაზროვნე“ ჩატარდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა გააცნო და ღონისძიებაში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.