მაღალმთიანი დასახლების სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 19, 2021

19.04.21 – სოფელი ჭვინთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, მაღალმთიანი დასახლების სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, პერსპექტივებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე ისაუბრა.