მარნეულის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 15, 2022
15.11.22 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის ამერიკულ კუთხეში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირის გარემოს დაცვით პოლიტიკაზე, ევროკავშირის ეგიდით მიღებულ სხვადასხვა აქტზე მიაწოდა ინფორმაცია და ევროპის ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
შეხვედრის მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების მე-3 თავზე, რომელიც ეხება საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით გასატარებელ რეფორმებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს. მომხსენებელმა, ასევე, მონაწილეებს გააცნო ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სწორედ ასოცირების შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული.
ღონისძიება პროგრამის „თემის ელჩების“ ფარგლებში ჩატარდა და ასევე, დაგეგმილია გასვლითი შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 ლოკაციაზე.