მარნეულის ამერიკულ კუთხეში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 26, 2023

26.01.23 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარნეულის ამერიკულ კუთხეში შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიისა და თანამშრომლობის დინამიკის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების განხილვას. საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ედგარ მაზმანიანმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებს.