მარნეულის ამერიკულ კუთხეში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საჯარო ლექცია ჩატარდა

სექტემბერი 14, 2023

14.09.23 – მარნეული

საგრანტო კონკურსის „თემის ელჩები“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის „ჰკითხე გამოცდილს“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარნეულის ამერიკულ კუთხის ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.