მარნეულის ამერიკული კუთხის ბენეფიციარებთან სემინარების ციკლი დასრულდა
მაისი 10, 2022
10.05.22 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მარნეულის ამერიკული კუთხის მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ამერიკული კუთხის ბენეფიციარებთან ჯამში ხუთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
სემინარზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მედიაწიგნიერებაზე, როგორც დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავების ეფექტურ საშუალებაზე ისაუბრა.
მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.