მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

მაისი 20, 2021

20.05.21 – მარნეული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ ხელშესახებ სარგებელს, რასაც საქართველო იღებს ევროინტეგრაციის პროცესში. მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.