მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მოქმედი საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 18, 2021

18.06.21 – მარნეული

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში მოქმედი საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ესპანელ მოხალისეებთან ერთად, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ევროკავშირის დახმარების პროგრამებსა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ესპანელმა მოხალისეებმა მონაწილეებს ესპანური კულტურა და ტრადიციები გააცნეს, ისაუბრეს ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის როლზე დიდი ევროპული ოჯახის ჩამოყალიბებისა და განვითარების თვალსაზრისით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.