მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეხვედრა გაიმართა

მაისი 28, 2021

28.05.21 – სოფელი დიოკნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრას, ასევე, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის პედაგოგები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა, ხოლო ინტერაქტიული კონკურსის გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.