მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა გაიმართა
ივნისი 29, 2021
29.06.21 – მარნეული
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში მოქმედი „საზაფხულო სკოლის“ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ნატო-ს დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, ნატო-ს მიზნებზე, ამოცანებსა და გაფართოების ტალღებზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილი საქართველო-ნატოს ურთიერთობების განხილვასა და გაწევრიანების პრაქტიკულ მექანიზმებზე საუბარს დაეთმო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.