მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 14, 2021
14.06.21 – სოფელი თამარისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.