მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 9, 2022

09.06.22 – სოფელი მარადისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფრომაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობა, ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიული კონტექსტი, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპები გააცნო.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.