მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 9, 2023

09.02.23 – სოფელი ნორიგული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიგულის სომხურენოვანი საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს შექმნის ისტორიული კონტექსტი, გაფართოების ეტაპები და ორგანიზაციის ამოცანები და პრინციპები გააცნო. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს საინფრომაციო ცენტრის სტაჟიორმა, ედგარ მაზმანიანმა, მონაწილეებს გაუზიარა ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები, გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის „Erasmus+“ ფარგლებში ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.