მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში მოქმედი ორგანიზაციის „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა

ივლისი 4, 2022

04.07.22 – სოფელი ხულდარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში მოქმედი ორგანიზაციის „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ბენეფიციარებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილი, ცენტრის საქმიანობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ფაგან აბბასოვმა, აუდიტორიას ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიული კონტექსტი, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ, ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.