მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის სათემო ცენტრში შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 9, 2022
09.09.22 – სოფელი მარადისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის სათემო ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ნატო-ს შექმნის, გაფართოების, ამოცანებისა და პრინციპების შესახებ ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.