მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის სათემო ცენტრში შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 9, 2022

09.09.22 – სოფელი წითელსოფელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის სათემო ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს, ქვემო ქართლის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ნატო-ს შექმნის ისტორიული კონტექსტი, გაფართოების ეტაპები და ორგანიზაციის ამოცანები და პრინციპები გააცნო.

შეხვედრის მეორე ნაწილი, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმო. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.