მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ვიქტორინა ჩატარდა
მაისი 19, 2022
19.05.22 – მარნეული
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიურომ, განვითარებისა და განათლების ცენტრთან პარტნიორობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ვიქტორინა გამართა.
„რა? სად? როდის?“ ფორმატში დაისვა 20 დახურული და ღია ტიპის შეკითხვა ევროპული გაერთიანების შექმნის, ევროკავშირის ისტორიისა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.
თამაშის ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები და საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო პრიზები.