მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის „საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემია“ მონაწილეებმა შეხვედრები ჩაატარეს
თებერვალი 2, 2022
15.01-02.02.22 – მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ახალგაზრდა ელჩების ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებზე, რომლის მიზანიც ეთნიკურ უმცირესობებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო, აკადემიის მონაწილეებმა ჩაატარეს შეხვედრები, პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები და პოსტერების კონკურსები. შეხვედრებს, საერთო ჯამში 120-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო.
აღსანიშნავია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და განვითარებისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის“ პროექტის ფაგლებში 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 30-მდე მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელს ჩაუტარდათ სემინარების ციკლი ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით.