მარნეულის მუნიციპალიტეტის კოლეჯში „მოდუსი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 18, 2023
18.05.23 – მარნეული
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულში, კოლეჯის „მოდუსი“ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე, ასოცირების შეთანხმების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრის ყველა მონაწილეს საინფრომაციო ცენტრის მასალები და ბრენდირებული ჩანთები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.