მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლაში სემინარი ჩატარდა
იანვარი 31, 2024

31.01.24 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიულ კონტექსტსა და ინსტიტუციონალიზაციის პროცესზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები.