მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლაში სემინარი ჩატარდა

იანვარი 29, 2024

29.01.24 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტი და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმოიხილა.

შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს პროგრამის „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.