მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის სკოლაში ევროკავშირის შესახებ შეხვედრა ჩატარდა
მარტი 26, 2024
26.03.24 – სოფელი ჯანდარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა მიმოიხილა ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და სამომავლო ნაბიჯებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა აქსანა ახმედოვამ მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროგრამების შესახებ და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროექტებს.
შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საინფორმაციო მასალები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.