მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 24, 2024

24.04.24 – სოფელი საბირქენდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან და მრავალკომპონენტიან საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა მარნეულის მუნიციპლაიტეტის სოფელ საბირქენდში.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, მიღებულ სარგებელზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმებით გატარებულ რეფორმებზე, უვიზო მიმოსვლისა და უტარიფო ვაჭრობის სიკეთეებზე.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმოამდგენელთა უშუალო მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან.