მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 17, 2023

17.03.23 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის N2 საჯარო სკოლის არაქართულენოვანი სექტორის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებელმა მიმოიხილა ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ გარემოს დაცვის კუთხით გატარებული და გასატარებელი რეფორმები.