მარნეულის ოფისის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების თემაზე დისკუსია გაიმართა
იანვარი 28, 2020

საგარეო საქმეთა სმაინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლის ჩართულობითა და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების თემაზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრებას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები, სამოქალაქო კლუბები და დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე ერთ-ერთ მომხსენებლად ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელი, თემურ სუყაშვილი იყო მიწვეული. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ იმ ვალდებულებებზე, რომელიც ეხება ტრანსპორტსა და გარემოს დაცვით საკითხებს. ასევე, მსმენელებს გააცნო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ესტონეთისა და დანიის გამოცდილება ველობილიკებთან დაკავშირებით.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება სკოლების წინ ზებრა გადასასვლელების საჭიროებაზე, გადატვირთულ და ქაოსურ სატრანსპორტო მოძრაობაზე რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითთა უსაფრთხოებაზე, ველობილიკების განვითარების პერსექტივაზე, ქალაქში ტროტუარების მოუწესრიგებლობაზე, სოფლად ტროტუარების არარსებობასა, და ტრანსპორტის გაუმართაობაზე გამახვილდა.