მარნეულის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 9, 2024

09.04.24 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მარნეულის N6 საჯარო სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებთან დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ალიანსის მიზნებზე, ამოცანებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ნატოს პოლიტიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიურ ზეგავლენასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის გზებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებლმა მიმოიხილა ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმებით გატარებულ რეფორმებზე და უვიზო მიმოსვლის სიკეთეებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უტარიფო და ტექნიკური ბარიერებისგან თავისუფალი ვაჭრობის შედეგებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.