მარნეულის სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა
თებერვალი 28, 2024
28.02.24 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო. სიმულაციური სწავლების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.
მონაწილეებს დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.