მარნეულის სკოლებში ტრენინგები თემაზე “ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში“ ჩატარდა

მარტი 4, 2021

04.03.21 – მარნეული

კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონე პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) ფარგლებში 17-18 თებერვალს მარნეულის N3 აზერბაიჯანულ სკოლასა და 4 მარტს მარნეულის N2 სკოლაში ტრენინგები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში“ ჩატარდა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ეკატერინე ქარდავა, ზურაბ ბრაგვაძე და გურანდა ჭელიძე.

პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) მარნეულში განხორციელებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად მხარი დაუჭირა მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა ბიურომ ქვემო ქართლში.

საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა თემური სუყაშვილმა, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და ამ მხრივ სასკოლო თემის ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ტრენინგის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში. საერთო ჯამში ტრენინგების ციკლში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ბენეფიციარმა (მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი).