მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 9, 2021

09.08.21 – მარტვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ღირებულებებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.