მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 29, 2022
29.04.22 – სოფელი ბანძა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძას საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებს.
ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს სტაჟიორმა კოჩა ჩანგელიამ, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.