მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 24, 2021

24.12.21 – სოფელი სალხინო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატოს დაარსების ისტორიაზე, ამოცანებსა და მიზნებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.