მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 25, 2021

25.10.21 – სოფელი თამაკონი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატოს ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.