მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 23, 2022

23.09.22 – სოფელი ბალდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირსა და ნატო-სთან თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანი გაბელიამ, ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.