მარტვილის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 16, 2024
16.04.24 – მარტვილი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, პედაგოგებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომები გაუზიარა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.