მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 4, 2023

04.05.23 – მარტვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ა/ო “ათინათის“ ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.