მცხეთა-მთიანეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივლისი 30, 2021

30.07.21 – მცხეთა-მთიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიუროს ორგანიზებით, რეგიონის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორია, ფუნქციონირების მთავარი მიზნები და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მისი როლი გააცნო. მომხსენებელმა, ასევე, საქართველოს მიერ ევროკავშირთან თანამშრომლობის მოკლე ისტორია, ბოლო წლებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.