მცხეთა-მთიანეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივლისი 29, 2021

29.07.21 – მცხეთა-მთიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიუროს ორგანიზებით, რეგიონის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მისია, მიზნები, ამოცანები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსთვის დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობის გააზრებას. განხილულ იქნა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ქვეყნის მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.