მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
ნოემბერი 22, 2021

22.11.21 – მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა კვესელავამ, მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნას მათი დაძლევისათვის უწევს.
შეხვედრას, რომელსაც 70-მდე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ესწრებოდა მოდერაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულიპროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.