მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 30, 2022

30.03.22 – მცხეთა-მთიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოაადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარის 110 მონაწილეს კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატოს როლზე კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კიბერსივრცის ფენომენზე, კიბერდანაშაულებსა და აღნიშნული საფრთხეების გამკლავების მექანიზმებზე.

შეხვედრას მოდერაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.