მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 17, 2021

17.12.21 – მცხეთა-მთიანეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებისთვის შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

სემინარის 60-მდე მონაწილეს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების, ნატო-საქართველოს ურთოერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატოს სტრატეგიაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოს როლს.

შეხვედრას მოდერაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.