მცხეთის ათორმეტმოციქულთა სახელობის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 24, 2022

24.11.22 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის ათორმეტმოციქულთა სახელობის სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და საზოგადოების ევროპული არჩევანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას.