მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 15, 2022

15.12.22 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქარტველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებულ განცხადებასა და ევროპული პერსპექტივის მონიჭების საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიასა და სამომავლო პერსპექტივებს.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.