მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 24, 2022

24.05.22 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ისტორიის, უახლოესი პროცესებისა და წევრობაზე განაცხადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთანავე, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობასა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.