მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 19, 2022

19.04.22 – მცხეთა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე შეხვედრა გაიმართა.
Შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
Სემინარის 45 მონაწილეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კახიძემ, სტრატეგიული კომუნიკაციების როლის მნიშვნელობაზე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.