მცხეთის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 15, 2022
15.04.22 – მცხეთა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სემინარი ჩატარდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, კერძოდ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო დეზინფორმაციას, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.