მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 24, 2023

24.02.23 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, კერძოდ კი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო სექტორულ განვითარებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების როლს ქვეყნის განვითარებაში.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.