მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 22, 2023
22.02.23 – მცხეთა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ათორმეტმოციქულთა სახელობის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, კერძოდ კი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო სექტორულ განვითარებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების როლს ქვეყნის განვითარებაში.
გარდა ამისა მომხსენებელმა ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.