მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 3, 2021

03.12.21 – სოფელი ციხისძირი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიუროს ორგანიზებით, მცხეთის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობის, სამომავლო პერსპექტივებისა და არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.