მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2022

18.02.22 – სოფელი ციხისძირი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანული სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.