მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 30, 2021
30.11.21 – სოფელი ძეგვი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირისა და ნატოს ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.